,,მამის ცოცხლად სიკვდილით დასჯას ჰქვია ლენო” – გიორგი გვარჯალაძის ემოციური წერილი

,,მამის ცოცხლად სიკვდილით დასჯას ჰქვია ლენო" - გიორგი გვარჯალაძის ემოციური წერილი15 წლის ლენო გვარჯალაძის მამა, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მამას ენატრები… მამის ყელში გაჩხერილ ბურთს ჰქვია ლენო. მამის გატეხილ გულს ჰქვია ლენო. მამის ცოცხლად სიკვდილით დასჯას ჰქვია ლენო. მამის სამსახურსაც ლენო ჰქვია. შენც გვარჯალაძე ხარ, ხო? გაიცანი მამაჩემი, რომელსაც მე არ ვიცნობ? მინდა, მჯეროდეს, არ გამომდის. მძიმეა. მიყვარხარ. მიჭირს ძალიან“,- წერს გიორგი გვარჯალაძე.

ლენო რამდენიმე თვის წინ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.