მაკა რაზმაძე: ,,ახლავე წაიშალოს ეს სამარცხვინო პოსტი, თორემ ისეთ კამპანიას ავტეხავ, ჯერ რომ არ მოგლანდებიათ!”

მაკა რაზმაძე: ,,ახლავე წაიშალოს ეს სამარცხვინო პოსტი, თორემ ისეთ კამპანიას ავტეხავ, ჯერ რომ არ მოგლანდებიათ!"ტელეწამყვანი და პროდიუსერი მაკა რაზმაძე ,,ნაციონალურ მოძრაობასა და ,,ევროპულ საქართველოს” მიმართავს და ფეისბუქში წერს:

,,ნაციონალურ მოძრაობას” და ,,ევროპულ საქართველოს” მივმართავ: არსებობს ფეისბუქზე გვერდი, რომელიც თქვენი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითაა დაკავებული და ჰქვია ,,ქოცების დასაცინი ოფიციალური გვერდი”. არ ვიცი, რა ნამდვილობა ამოიცნო ასეთი ფეისბუქმა, რომ ე.წ. ტროლ-ბოტების წაშლის ცნობილი კამპანიის მერე ეს გვერდი გადარჩა და უფრო გაშმაგებით ამუშავდა. არავის უკვირს, სამწუხაროდ, ამ სივრცეში აღარც ლანძღვა და აღარც ზღვარგადასული შეურაცხყოფა, მაგრამ ეს გვერდი ყველა ზღვარს გასცდა.

დაუდიათ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანის ფოტო და ზედ წაუწერიათ – ,,ახლა ეს ღამის ქოთანი გამოაგორესო”…

მოგმართავთ: ახლავე წაიშალოს ეს სამარცხვინო პოსტი, თორემ ისეთ კამპანიას ავტეხავ, ჯერ რომ არც მოგლანდებიათ! ადამიანის უფლებები მხოლოდ საკუთარი გადასახედის ფარგლებში ვრცელდება? მოვითხოვ მკაცრ რეაგირებას ამ სამარცხვინო საქციელზე..არ ვდებ შეგნებულად სქრინს და ველოდები რეაგირებას.