იტალიაში დაკარგული თეა უსანეთაშვილი იპოვეს

იტალიაში დაკარგული თეა უსანეთაშვილი იპოვესიტალიაში ქართველ ემიგრანტს, ახალგაზრდა ქალს, თეა უსანეთაშვილს ეძებდნენ.

,,ნაპოლის ტერიტორიაზე საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ცუდადაა და სახლის პოვნა გაუჭირდება”, – წერდნენ ემიგრანტები.

საბედნიეროდ, თეა უსანეთაშვილი დღეს იპოვეს და ამის შესახებ ემიგრანტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

,,ყველას დიდი მადლობა გულთან ახლოს მიტანისთვის და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის. ეს გოგონა იპოვეს. მადლობა ღმერთს!”, – წერს თამო იობაშვილი.