ზვიად კუპრავა ციხეს ტოვებს – ,,წასულია შენი საქმე, ბიძინა! შენი დღეები დათვლილია ამ ქვეყანაში”

ზვიად კუპრავა ციხეს ტოვებს - ,,წასულია შენი საქმე, ბიძინა! შენი დღეები დათვლილია ამ ქვეყანაში"ხვალ, 22 ნოემბერს, ზვიად კუპრავა სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. რამდენიმე თვეა, რაც სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდის. მისი მეუღლე ხატია თორდია სოციალურ ქსელში წერს:

„როგორც იქნა, დასრულდა ჯოჯოხეთური ცხრა თვე, ძალიან რთული და მძიმე დღეები ჩავაბარეთ წარსულს. მეგობრებო, ხვალ ზვიადი დატოვებს საპატიმროს და ვისაც აქვს სურვილი დახვედრის, ყველას გელოდებით გლდანის #8 დაწესებულების ეზოში, დილის 09:00-დან 10:00 სთ-მდე? ივანიშვილ,გახარიას პირადი პატიმარი ტოვებს საპატიმროს და შემოგვიერთდება ბრძოლის ველზე, სადაც წყდება ქვეყნის ბედი.

ზვიადი იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებამდე! ბიძინა, შენი პირადი პატიმარი ტოვებს საპყრობილეს და ძალიან მალე დანარჩენებიც დატოვებენ და აი, მაშინ, ბატონო ბიძინა, წასულია შენი საქმე! შენი დღეები დათვლილია ამ ქვეყანაში!”.