ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინადაშვილის შესახებ ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც ამ ადამიანს არ იცნობს, შეიძლება, არც დაიჯეროს, რასაც თვითმხილველები ყვებიან. ჩემთვის დაუჯერებელი არაფერია. წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას (ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა მაშინ). სამსახურიდან დაღლილი ჩვენთან მოდიოდა, რომ ჭრილობები დაემუშავებინა დათოსთვის და ამ ყველაფერს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საკუთარი სურვილით აკეთებდა.
ჩვენს დროშიც არსებობენ გმირები, უბრალოდ, ჩვენ არ შეგვწევს უნარი მათი ამოცნობისა და დაფასებისა. ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, ავანტიურისტები გვექცია მებაირაღეებად“.

