სტამბულში ემიგრანტი მზია კვირკველია გარდაიცვალა – რას წერენ ახლობლები

სტამბულში ემიგრანტი მზია კვირკველია გარდაიცვალა - რას წერენ ახლობლებისტამბულში ქართველი ემიგრანტი მზია კვირკველია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახლობელი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ემიგრანტი ოჯახში გარდაცვლილი იპოვეს.

„კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გამოაკლდა ქალების უთვალავ არმიას. გული მტკივა, ასე რატომ უნდა ხდებოდეს… რამდენიმე წელი ოჯახიდან შორს „გადახვეწილი“, უძილო ღამეებითა და მონატრებით დაღლილი… ასეთი ტანჯული სიცოცხლის შემდეგ, ასე ჩუმად დაასრულე სიცოცხლე,  მზია… ძალიან მტკივა გული. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენს დაღლილს სულს“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი ირმა კუჭუხიძე.

სოციალურ ქსელში მზია კვირკველიას გარდაცვალებას კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, ქეთევან ბიგანაური ეხმაურება.

„სტამბულის ემიგრანტი ქალბატონი მზია, რომელიც ყოველთვის თავის მცირედით ედგა ჯგუფს გვერდით და აკეთებდა სიკეთეს, თავის დაქალს მიაწოდა 30 ლირა ანისთვის გადმოსაცემად, სამწუხაროდ, დღეს დილით სტამბულში მკვდარი ნახეს ოჯახში,  როგორც ჩანს, წნევამ დაარტყა“, – წერს ქეთევან ბიგანაური.

პრაიმტაიმი