რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი აკონტროლებს

რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი აკონტროლებსპარლამენტთან მიმდინარე აქცია ამ წუთებში სპეცრაზმელების ალყაშია. მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების კარვები აიღეს.

სამართალდამცავები მომიტინგეების თავისუფლების მოედნისკენ გაყვანას ცდილობენ.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად მიცემული 30 წუთიანი ვადა ამოიწურა.

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი