,,როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ” – პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

,,როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ” - პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე,,როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ”, – ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.