,,პეტრემ პატრიარქს უთხრა, მეუფე დიმიტრი შენი შვილიაო” – მამა შალვა კეკელია – ვიდეო

,,პეტრემ პატრიარქს უთხრა, მეუფე დიმიტრი შენი შვილიაო" - მამა შალვა კეკელია - ვიდეო,,პეტრემ პატრიარქს უთხრა, მეუფე დიმიტრი შენი შვილიაო’, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მან ისიც გაიხსენა, თუ რა დღეში ჩავარდა პატრიარქი, როცა მას და მისი ძმის ცოლს ასეთი რაღაც დასწამა.

-თუ პატრიარქი ასეთია, ჩვენ რა გამოვდივართ? მისი ნაკურთხები ვარ ყველა… ზოგი ამბობს მამა პეტრეზე, ჩვენი მეგობარიაო. ის ჩვენი კი არა, ეშმაკის მეგობარია. თვითონ მეუფე პეტრემ ერთ-ერთ სინოდზე უთხრა პატრიარქს და მაშინაც კიდევ აპატიეს, თქვენზე ამბობენო, რომ მეუფე დიმიტრი შენი შვილიაო. იმ ღამეს ვიყავი მორიგე პატრიარქთან, ოთახში იყო ძალიან მოწყენილი და წარმოიდგინეო, მეო კაიო, ვარ ცუდი ადამიანიო, ათასი რამ დაუბრალებიათო, მაგრამ ამ სულგანათებულ ქალზე ეგეთი რამე როგორ თქვაო. კარგი, დამაბრალა, რომ ჩემი ძმის ცოლთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ იმ სულმნათ ქალს როგორ დააბრალაო… ვინც პეტრეს უჭერს მხარს, ის არის ქვეყნის მტერი, – ამბობს მამა შალვა კეკელია – ვიდეო.

მამა შალვა კეკელია გადაცემა „360 გრადუსში“

„თვითონ მეუფე პეტრემ ერთ-ერთ სინოდზე უთხრა პატრიარქს და მაშინაც კიდევ აპატიეს, თქვენზე ამბობენო, რომ მეუფე დიმიტრი შენი შვილიაო. იმ ღამეს ვიყავი მორიგე პატრიარქთან, ოთახში იყო ძალიან მოწყენილი და წარმოიდგინეო, მეო კაიო, ვარ ცუდი ადამიანიო, ათასი რამ დაუბრალებიათო, მაგრამ ამ სულგანათებულ ქალზე ეგეთი რამე როგორ თქვაო“ – რას ჰყვება მამა შალვა კეკელია გადაცემა „360 გრადუსში“

Gepostet von TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews am Mittwoch, 6. November 2019