,,პატრიარქმა თავისი ჯემპრი მაჩუქა, არ შეგცივდესო” – რას იხსენებს პეტრე კოლხი უწმინდესზე

,,პატრიარქმა თავისი ჯემპრი მაჩუქა, არ შეგცივდესო” - რას იხსენებს პეტრე კოლხი უწმინდესზემამა პეტრე კოლხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს:

,,უწმინდესთან ხშირად მსურდა შეხვედრა, მაგრამ ბევრი იყო ჩემნაირი.
მისი ინიციატივით რამდენჯერმე შევხვდი… ხანმოკლე შეხვედრებით ბედნიერი, საჩუქრებით სავსე ვბრუნდებოდი შინ…
ერთ-ერთ შეხვედრაზე წმინდა ნიკოლოზის ხატი მისახსოვრა… განსაცდელის ჟამს გულში ვიკრავ და ძალას ვგრძნობ…
ყველაზე მეტად კი ის მაბედნიერებდა, სიყვარულით, ადამიანობით, მიტევებით გამორჩეულ პატრიარქს რომ ვხვდებოდი…
ერთხელ სნოში ვიყავით… იქაური კლიმატი ვერ გავითვალისწინე და შემცივდა. საკუთარი ჯემპრი მაჩუქა, ჩაიცვი, არ შეგცივდესო…
თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ,,არაფერი” დღეს წარმოუდგენლად ყველაფერია!..”.