ნანუკა ჟორჟოლიანი ბერას: ,,საერთოდ არ გიტყდება?!”

ნანუკა ჟორჟოლიანი ბერას: ,,საერთოდ არ გიტყდება?!"ტელწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა მაქარაშვილის, ზუკა ბერძენიშვილის და სხვა სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერას სოციალური ქსელით მიმართავს:

„მახსოვს, ნამდვილებს ეძებდი 2012 წელს. ვისაც დიქტატურის დამარცხების ძალა, სურვილი და ერთი ადგილი ექნებოდა და აჰა, აგერ ორი ნამდვილი პატრიოტი ბიჭი გიპოვე. ქვეყანა უყვართ, რუსებს ვერ ეგუებიან სამშობლოს საჭესთან. ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ერთს ოლიგარქისთვის შეუგინებია, მეორეზე თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ.

საერთოდ არ მგონია, მამის შეცდომაზე გთხოვ ახლა პასუხს, იმიტომ, რომ შენ იყავი მისი კამპანიის ერთ-ერთი სახე და ახლა როგორც „ნამდვილი“ კლიპების შემქმნელს, მოგმართავ: საერთოდ არ გიტყდება, შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!“