მამუკა ღლონტის რადიოს ინკასო დაადეს – ,,რატომ ,,გულაობს” ტვ ,,მაესტრო” და იჩაგრება რადიო ,,მაესტრო?”

მამუკა ღლონტის რადიოს ინკასო დაადეს - ,,რატომ ,,გულაობს" ტვ ,,მაესტრო" და იჩაგრება რადიო ,,მაესტრო?"რადიო “მაესტრო” 94.7 FM- ს, იგივე ,,ქართულ რადიოს” ინკასო დაადეს. ამის შესახებ რადიოს საკონტროლო პაკტის მფლობელი, მამუკა ღლონტი ფეისბუქში წერს:

,,გამოცანა: მამუკას აქვს წილი ორ მედია-ორგანიზაციაში. ტელეკომპანია ,,მაესტრო”, სადაც არის უმცირესობაში და ვერ აკონტროლებს და რადიო ,,მაესტრო” 94.7 FM (იგივე “ქართული რადიო”), სადაც აქვს საკონტროლო პაკეტი. ტელეკომპანია ,,მაესტროს” აქვს ბიუჟეტის დავალიანება 8 000 000 ლარი და არ ადევს ინკასო, ხოლო რადიო ,,მაესტროს” დაუგროვდა 2 000 ლარამდე დავალიანება და დაადეს ინკასო. გამოიცანით, რატომ იჩაგრება რადიო “მაესტრო” და ,,გულაობს” ტვ ,,მაესტრო”? ვინც გამოიცნობს, იმას ინკასო”.