მაიკო კაჭკაჭიშვილი: ,,ხვალ თუ მანქანაში ავფეთქდი, იცოდეთ, რომ მიყვარდით”

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ,,ხვალ თუ მანქანაში ავფეთქდი, იცოდეთ, რომ მიყვარდით"კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მწვავე თემას, აზარტულ თამაშებს ეხება და წერს, რომ, მისი ინფორმაციით, მალე კაზინოები დაიხურება.
,,ჩემო ფეისბუქმეგობრებო! ვინც თამაშობთ აზარტულ თამაშებს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ შეწყვიტოთ! დღეს ველაპარაკე ძალიან კომპეტენტურ ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ კაზინოები გადასულები არიან ფულის ამოღებაზე და არ არსებობს, გასცენ მოგება და ,,ქეშბექიც”.

ბევრი კაზინო მალე დაიხურება და ამიტომ არავის გქონდეთ მოგების იმედი, თავს
უშველეთ! არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ამას რომ ვწერ, მაგრამ ნუ იცოდეთ!.. ხვალ თუ მანქანაში ავფეთქდი, გახსოვდეთ, რომ მიყვარდით”, – დაწერა კაჭკაჭიშვილმა.