ლუკა კურტანიძე: ,,გაგსრისავთ! მიშასაც გადაგარტყამთ! რაც ერისკაცმა ბიძინამ თქვა, იმ იდეისთვის ვიბრძოლებ”

ლუკა კურტანიძე: ,,გაგსრისავთ! მიშასაც გადაგარტყამთ! რაც ერისკაცმა ბიძინამ თქვა, იმ იდეისთვის ვიბრძოლებ"ლუკა კურტანიძე ფეისბუქით ოპოზიციის წარმომადგენლებს ემუქრება და წერს, რომ სადაც ,,წაასწრებს”, იქ ,,გასრისავს” მათ.

,,სამშობლო! აი, ახლა კარგად მომისმინეთ, რაფინირებულებო, ზეთით დავარცხნილებო და გარეწრებო. ძელზე გაგაკრავთ კი არა ყველა მოღალატეს, ვინც სამშობლოს უმადურობითა და შუღლით ავსებთ, სადაც წაგასწრებთ, იქ გაგსრისავთ! თქვენს მიშა სააკაშვილს კი ზედ გადაგარტყამთ! ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მოღალატე პოლიტიკანებო, გუშინ ფორუმელო რესპნაძირლებო და ვითომ ქართულ ოცნებას ამოფარებულო გველებო!

ვეუბნებოდი დალოცვილს, ერის კაცს, ესენი პირველნი გიღალატებენ და ძალაუფლებისთვის ყველაფერს იკადრებენ-მეთქი, მაგრამ… აი, ფაქტი… კარგი ნასწავლნი – გააჩნია, ამ სწავლულობას რაში მიმართავენ ზეთით დავარცხნილები-მეთქი. სულგამოცლილნი და სამშობლოდაკარგულები ყოველთვის ღალატობდნენ ყველაზე დიდ მადლს – ერთგულებას! სადაც თვითგანწირვა არ არის ღმერთის, სამშობლოს, ერის წინაშე, იქ საქართველო არ არის! მე მიყვარს საქართველო, ჩემი სამშობლო და მისთვის მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვადიდო ღმერთი და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლო იმ იდეისთვის, რაც ერის კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ყოველი თავისი სიკეთით, ყოველდღიური საქმით სამშობლოსთვის!!! მე მჯერა ,ქართული ოცნების ასრულების! ეს დრო მალე დადგება უბრალოდ საჭიროა, სუფთა წარსულის, სამშობლოს ერთგული ადამიანების გაერთიანება!”, – დაწერა ლუკა კურტანიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი