ლადო სადღობელაშვილი: ,,ამერიკა კალაძეს მიუთითებს, ,,ოცნებას” გამოეყოს”

ლადო სადღობელაშვილი: ,,ამერიკა კალაძეს მიუთითებს, ,,ოცნებას" გამოეყოს"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

აირაის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგების შესახებ ,,ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– კვლევის თანახმად ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დავით ბაქრაძეა. სამეულში მოხვდნენ კახი კალაძე და დავით უსუფაშვილი. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის სურვილს გადმოსცემს აირაი… ვხედავთ, რომ ენდიაიც და აირაიც კალაძეს ყოველთვის მოწინავე რიგებში აყენებენ. ეს იმისკენ მიუთითებს, რომ კალაძე შეიძლება გამოეყოს “ქართულ ოცნებას”. როდესაც ვხედავთ, რომ საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს კალაძეს, იქვე ვხედავთ, რომ ღარიბაშვილი, ივანიშვილი და გახარია ძალიან დაბალ პოზიციებზე არიან.
– ეს რისი მაჩვენებელია?
– ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ კალაძის პოლიტიკურ მომავალს აფერხებს სწორედ ეს სამი ადამიანი. პრაქტიკულად კალაძეს მიუთითებენ იმისკენ, რომ გამოეყოს “ქართულ ოცნებას”. ამ ყველაფერში ძალიან საინტერესო იყო ერთი ფაქტორი.
– რომელი?
– დავუშვათ, აირაი ცდება იმ შეფასებებში და იმ კვლევებში, რომელთაც აქვეყნებს, მაგრამ ამ გამოკითხულ რესპონდენტებს როცა ეკითხებიან, რომელია შენი საყვარელი ტელევიზიაო, ისინი ასახელებენ ,,იმედს”. ანუ გამოდის, რომ ეს გამოკითხულები “ოცნების” მხურვალე მხარდამჭერები არიან, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ,,იმედი” დღეს “ოცნების” ტელევიზიაა და ამ ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კალაძე არის მაგარი, ბაქრაძე არის მაგარი და ივანიშვილი საერთოდ არ ვარგა. ეს როგორ უნდა გავიგოთ?!
– თქვენ როგორ გაიგეთ?.. (განაგრძეთ კითხვა)

დატოვეთ თქვენი კომენტარი