იუნა შაფათავას სახლში მოჩვენება ჰყავს – ,,დიდი ხნის გარდაცვლილია, ახალგაზრდაა”

იუნა შაფათავას სახლში მოჩვენება ჰყავს - ,,დიდი ხნის გარდაცვლილია, ახალგაზრდაა"მსახიობ იუნა შაფათავას სახლში მოჩვენება დადის – ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში. ამბობს, რომ ის მოჩვენება პარალელური სამყაროდანაა.

,,გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სახლში ნამდვილი მოლანდება მყავს. გადავდივარ აქედან, გუშინ მოვაგვარე გადასვლის ამბავი და გუშინ შემაშინა, მეწვია. მოვიდა, დაჯდა ლოგინზე და თითქოს ატომური ბომბის სიმძიმე დამაწვა, მაგრამ არ მტკენია, ახალჩაძინებული ვიყავი. არ ვაფრენ, მინდოდა ღამე ჩამეწერა, დაღლილი ვიყავი.
გუშინ შემახსენა, რამდენჯერ ,,მჯდარა” ჩემს ლოგინზე. არ გადახვიდეო და გავაგებინე, სხვაგან მერჩივნა და შეუძლია, გადმოინაცვლოს სადაც მივდივარ, აზრობრივად გავიყოლე ახალ მისამართზე. ამაზე შევთანხმდით.
არც ვიცი, შეიძლება ასე ამის დაწერა თუ არა, მაგრამ ვწერ, ალბათ გამტარი ვარ. მეტს ვერ დავწერ დანარჩენი ძალიან პირადია. მინდა გითხრათ, სასიამოვნო არაა, არც არასასიამოვნოა, მაგრამ ძალიან უჩვეულოა პარალელურ სამყაროსთან კონტაქტი. მაინტერესებს ძალიან. ძველი ,,რუმმეიტი” მაფრთხილებდა, მოლანდება გვყავს, ჯეიმსი ჰქვია. ის სახლის პატრონის მშობელია, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი. ეს ახალგაზრდაა,  ან ასაკი არ აქვს, როგორც უცვლელი ენერგიის ბირთვს.
თუ გული გამისკდა ღამე შიშით- იცოდეთ მიზეზი. არ მეშინია, მაგრამ ისეთი ძლიერი ენერგიაა, შეიძლება მშთანთქოს და ვუყვარვარ, როგორც ვგრძნობ და მიცავს. არანაირი კარზე კაკუნები და გულის აჩქარებები. ჩვეულებრივი პარალელური (ან ნამდვილი) სამყაროა. ენერგიის ველი და მასში შემავალი ,,ობიექტები”. არ ვიცი ფიზიკა ძალიან კარგად, ტერმინოლოგია რომ გამოვიყენო, როგორც მესმის ისე გიყვებით. დიდი ხანია ,სიკვდილის არ მჯერა, გარდაცვალება-რეინკარნაცია-გარდასახვაა ჩემი აღქმა. ალბათ მზად ვარ ენერგეტიკულად და ,,მომაკითხეს”. ემოციონალურობა არაფერ შუაშია, ულტრა მგრძნობელობა კი. მიკვირს ამ ბინაში 2 წელი როგორ გავჩერდი.

პირველად 1,5 წლის წინ გამიცნეს…  მსოფლიო არც იწყება არც მთავრდება, ფიქრი და გონი, აზრი იდეა სურვილი მატერიალურია. არც ვკვდებით, არც ვიბადებით, ჭურჭელს ვიცვლით ჩვენი ენერგეტიკული ბირთვისთვის.
საინტერესოა, რად მინდა მე ეს ცოდნა, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს, გაგიზიაროთ.

პ.ს. სახლის პატრონი (80 წლის) მიმტკიცებს, ამ სახლში მოლანდებები არ გვყავსო, მაგრამ ჯეიმსი რომ ვუხსენე, შეცბა. მაგრამ ეს ჯეიმსი არაა, ეს ენერგია 100 წელზე უფრო ძლიერია, ძალიან ძლიერია. გავიკითხავ მეზობლებში, ამათ ამერიკაში ჩამოსვლამდე წინა საუკუნოს დასაწყისში ეს სახლი ვის ეკუთვნოდა, ასეთი ლამაზი.
ნიუ იორკის ენერგეტიკა განუმეორებელია”.