გიორგი ბარამიძე მეუფე პეტრეს: ,,არ გამოვა ეგ ამბავი, ბატონო პეტრე. ვერ მოგვატყუებთ!”

გიორგი ბარამიძე მეუფე პეტრეს: ,,არ გამოვა ეგ ამბავი, ბატონო პეტრე. ვერ მოგვატყუებთ!"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ნიკა გვარამიას გუშინდელ ინტერვიუს მეუფე პეტრესთან ასე ეხმაურება:

,,ნიკა გვარამიას შესანიშნავი ინტერვიუს შედეგად უკეთ გავიგეთ ბატონი პეტრე ცაავას, ქველმოქმედი ბიძინას და ,,მსხვერპლი” გახარიას მოტრფიალე და პუტინის უცოდველობის დამჯერი კაცის ნააზრევი, რომელიც ცდილობს, საზოგადოება მხცოვანი უწმინდესი და უნეტარესის (ღმერთმა დიდხანს ჯანმრთელად და მხნედ გვიმყოფოს) სოდომურ ცოდვებში დაარწმუნოს.

მაპატიეთ, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი, ბატონო პეტრე. მე და უამრავი ქართველი ვერ მოგვატყუეთ და ვერ დაგვარწმუნეთ თქვენს გულწრფელობაში”.