ემიგრანტი ნოდარ მიქიაშვილი გარდაიცვალა – ,,გარდაცვალების მიზეზს ადგენენ, სავარაუდოდ, გული ან ინსულტია”

ემიგრანტი ნოდარ მიქიაშვილი გარდაიცვალა - ,,გარდაცვალების მიზეზს ადგენენ, სავარაუდოდ, გული ან ინსულტია"ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები სამწუხარო ამბავს ავრცელებენ. ნიუ იორკში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი.

,,არ ვიცი, რა ვთქვა. უბრალოდ არ შემიძლია მომხდარის დაჯერება, რომ ყველაზე ნიჭიერი, ჭკვიანი, ნაკითხი, ღრმა, საინტერესო, განსხვავებულად მოაზროვნე და უსაზღვროდ კეთილი ბიჭი აღარ არის! ამქვეყნად ხომ არ არსებობდა პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ნოდარ მიქიაშვილს არ შეეძლო, ყველაზე რთული, ჩახლართული სიტუაციიდანაც კი მოგიძებნიდა გამოსავალს და ამას ისე მსუბუქად, სულ ღიმილ-ღიმილით გააკეთებდა, რომ ყველა შენი შიში და ეჭვი თავადვე სასაცილოდ გეჩვენებოდა.

გაძლიერებდა თავისი სიდინჯით, ჭკუით, ლოგიკით, მსჯელობით და ყოველ ჯერზე გაოცებდა უსაზღვრო ნიჭიერებით! ზუსტად ვიცოდი, რომ როდესაც რაიმე მიჭირდა, შემეძლო მასთან დამერეკა და უცბად თითქოს არსაიდან გაჩნდებოდა სატვირთო მანქანები, ჯებირები, დამხმარე ძალა და, რაც მთავარია, დიდი იმედი! მას ერთადერთი ნაკლი hქონდა, რომ თავადაც არ იცოდა, თუ ვინ იყო და რამდენი რამე შეეძლო! ძალიან დიდხანს, დიდხანს უნდა ეცოცხლა და ძალიან ბედნიერი უნდა ყოფილიყო! ეს ბრწყინვალე გონება და ჭკვიანი თვალები არ შეიძლება, რომ აღარ იყოს…”,- წერს თამთა თურმანიძე.

,,გარდაცვალების მიზეზს ამ დროისთვის ადგენენ. სავარაუდოდ, გული ან ინსულტია”, – ამბობს ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია.

,,ამ თვეში უკვე მეორე თანამემამულე დავკარგეთ. ვუსამძიმრებ ოჯახს ჩემი და ჯგუფის ადმინისტრაციის სახელით”, – წერს ჯგუფ ,,ემიგრანტის დღიურების” ადმინი მზია წულუკიძე.

ნოემბერში ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, მაია ჩოხელი გარდაიცვალა.

ემიგრანტი მაია ჩოხელი გარდაიცვალა – ,,არაფერი გჭირდა სასიკვდილო, გაოგნებული ვარ”