ელისო გეგეჭკორი: ,,ილოცეთ ქართველი ემიგრანტებისთვის, სამსახურებიდან დაგვითხოვეს, განგაშია”

ელისო გეგეჭკორი: ,,ილოცეთ ქართველი ემიგრანტებისთვის, სამსახურებიდან დაგვითხოვეს, განგაშია"ისრაელში მდგომარეობა ისევ დაძაბულია. ღამით ისრაელმა პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა.

ისრაელში მცხოვრები ელისო გეგჭკორი ფეისბუქში წერს:

,,სამსახურებიდან დაგვითხოვეს, ისრაელში განგაშია. ილოცეთ ქართველი ემიგრანტებისთვის. იბომბება აქაურობა”.

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ღაზის  სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

“ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092”, – წერია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

13 ნოემბრის ღამეს ისრაელმა  „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა.

„ჰამასის“ გარდა ისრაელის მხრიდან თავდასხმის სამიზნე ტელეკომოანია „ალ-აქსას“ სათავო ოფისიც გახდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

ღაზას სექტორის საზღვარზე დაძაბულობა 2018 წლის მარტიდან გამწვავდა, როდესაც სამშვიდობო პროტესტი მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღა 14 მაისს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო.

ჰამასი 1987 წელს დაფუძნდა ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიაჩნია ისრაელს, კანადას, აშშ-ს და იაპონიას, ასევე იორდანიასა და ეგვიპტეს. 2007 წლიდან ჰამასი ღაზის სექტორს აკონტროლებს.