ბერას ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა. ბერა ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება და ამაზონის ტყის აღდგენის სამუშაოებშია ჩართული. მნიშვნელოვან თარიღს ცოლს ის „ინსტაგრამით“ ულოცავს.
„ქორწინების პირველ წლისთავს გილოცავ, ჩემო სიყვარულო!
ყოველ დღე სულ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ანგელოზი მყავს. ძალიან ძნელია, ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთისგან შორს რომ ვართ, თუმცა ჩემი ცოლი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ ჩემი ბრაზილიაში ყოფნა ახლა ძალიან საჭიროა. მას ყოველთვის სჯერა ჩემი ოცნებების და თავად არის ყველაზე ლამაზი ოცნება, რომელიც ამისრულდა“, –
წერს ივანიშვილი.
ბერა და ნანუკა მალე ბიჭის მშობლები გახდებიან.

