აქციაზე დაკავებულის დედა: ,,მაპატიე, დე, მშიშარა დედა რომ გყავს”

აქციაზე დაკავებულის დედა: ,,მაპატიე, დე, მშიშარა დედა რომ გყავს"ირაკლი კაჭარავა, რომელსაც მეტსახელით სუხუმსკი იცნობენ, 18 ნოემბრის აქციაზე დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ ოთხდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს ირაკლი კაჭარავას დედამ, ლუიზა კვარაცხელიამ ემოციური წერილი გაავრცელა:

,,შვილო, ირაკლი. დღეს მამაშენის დაბადების დღეა, ნათელში იყოს მისი სული, რომელიც აფორიაქებული იქნება, დარწმუნებული ვარ, უპატრონოდ სოხუმში კელასურის სასაფლაოზე მიტოვებული, რომელიც განადგურებულია (მე გადამიყვანეს 2001 წელს და ვნახე ყველაფერი)…
ცუდად ვარ, დედა, შენ უანგაროდ 12 წლიდან საქართველოს დროშით ხელში ყოველთვის ხალხთან იდექი სიმართლისთვის. შენმა გამზრდელმა ბიძამ, ლეონტი ქუხილავამ გამამხნევა, ნუ გეშინიაო, ჩვენც იქ უნდა ვიდგეთ, რომ შემეძლოსო – 86წლის კაცმა (სოხუმის მე-11 სკოლის დირექტორი).
მაპატიე, დე, მშიშარა დედა რომ გყავს. შენ ჯერ არ გამოგიცდია შვილის სიყვარული, დამღალა უსამართლო ცხოვრებამ…
დღევანდელი დღის მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეთ, ბიჭებო და სრულიად საქართველოს!”.