თაკო ჩარკვიანი მარიამ კუბლაშვილს: ,,რა ჰქვია ამ პროვინციალიზმს”

თაკო ჩარკვიანი მარიამ კუბლაშვილს: ,,რა ჰქვია ამ პროვინციალიზმს”ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ია ფარულავას გადაცემის ,,ფარული კონვერტის” სტუმარი იყო. მან თავისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღიად ისაუბრა.

გადაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
,,ვერ გავიგე, ოღონდ მართლა, იმიტომ, რომ თავი გაიპიარო თუ წარმოაჩინო, თუ რა ვიცი, რა ჰქვია ამ ,,პროვინციალიზმს”. შეიძლება ადამიანმა ღია ეთერში ძმის ფსიქიკურ აშლილობაზე ილაპარაკო? მით უმეტეს, რომ დანამდვილებით თურმე ადამიანი ავადაა მრავალი წელია, რა ვიცი, აბა… ვეღარაფერი გავიგე. ავადმყოფის, ადამიანის უფლებების შესახებ
მაინც არ გაუგია ,,ადვოკატს?! (წამყვანს არ ეხება ეს სტატუსი, რადგან წამყვანის ვალდებულებაა, ლუსტრაცია მოახდინოს რესპონდენტის და თან ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ საკმაოდ კორექტული იყო წამყვანი).

რესპონდენტს რაც შეეხება, გეკითხებიან და შენ ყოველთვის შეგიძლია უპასუხო, რომ ამ თემაზე არ საუბრობ, არავინ დაგაძალებს, ხომ ასეა? თუ მოძალადეა ძმა, ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ ფსიქიკური ავადმყოფების უფლებები არსებობს და ვფიქრობ, უნდა ახსოვდეს ბავშვობაში ,,ტრავმირებულ ადვოკატს”, რომელსაც საკუთარი ტრავმები, როგორც ჩანს,  მტკივნეულად ახსოვს (და ეს, ბუნებრივია, რომ ახსოვს), კარგი იქნება, თუ სხვა ადამიანების ტრავმებიც გაახსენდება.

ადვოკაცია – ადამიანის დაცვა – სხვა ადამიანების უფლებების დარღვევით არ უნდა მიმდინარეობდეს. მაშინ ხარ კარგი ადვოკატი და საერთოდ – ადვოკატი”, – წერს ჩარკვიანი.