sos! უბნებში ბავშვებს ნივთებს ართმევენ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეშიო – რას წერს ნიკო ჯავახიშვილი

sos! უბნებში ბავშვებს ნივთებს ართმევენ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეშიო - რას წერს ნიკო ჯავახიშვილინიკო ჯავახიშვილი შემაშფოთებელ ამბავზე წერს, რომლის თვითმხილველიც თავად გახდა.

,,ასეთ რაღაცას შევესწარი: აქ, უბანში (განახლ.აღმაშენებელზე) დადის არასრულწლოვანთა ჯგუფი.  პირველად 6 ბავშვი იყო, მეორედ – 4. მაქსიმალური წლოვანება 12 წლამდე. დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც. ასეთ საუბარს შევესწარი:
– ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, ბიჭო, გესმის?!
– ბავშვი დაითრგუნა, შეეშინდა, მშობლები გამიბრაზდებიანო, უთხრა
– რა, ძმაო ? არ სცემ შენ პატივს ქურდებს?- და ასე შემდეგ. შეგვამჩნიეს და გადაინაცვლეს სხვა მხარეს. ცოტა ხანში კაი ჩხუბისა და წივილ-კივილის ხმა მესმოდა.
გუშინ კიდევ ბურთს ართმევდნენ ბავშვს, პირველ-მეორეკლასელი იქნებოდა, გაუძალიანდა და ოთხივე მიაწვა ქურდული ბაზარით. იქ ვიდექით ორი უფროსი, ჩავერიეთ …. ამ ლაწირაკებმა ჩვენც საკმაოდ უხეშად მოგვმართეს, ბოლო-ბოლო გავყარეთ.
ეს რა ხდება!
ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი?!
ვისი პოზიციაა?!
P.S. ეს მსუბუქად აღწერილია ეს ყველა ე.წ. ,,ბაზარი” ორივე შემთხვევაში კაი ხანს მიდიოდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaროგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?!”- წერს ნიკო ჯავახიშვილი.