,,პრეზიდენტო, მერამდენედ უნდა მოგვჭრათ თავი?!” – სალომე ზურაბიშვილის იაპონური სკანდალი

,,პრეზიდენტო, მერამდენედ უნდა მოგვჭრათ თავი?!" - სალომე ზურაბიშვილის იაპონური სკანდალისაქართველოს პრეზიდენტი მორიგ სკანდალში ეხვევა. მან ფეისბუქით იაპონიიდან ატვირთა ფოტო, სადაც აუნ სან სუ ჩისთან ერთად არის გადაღებული.

,,Aung San Suu Kyi ნობელის პრემიის ლაურეატი. თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება! დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი!
ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

აუნ სან სუ ჩი მიანმელი პოლიტიკოსი, ადამიანის უფლებათა დამცველი, პაციფისტია. 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში.

,,ეგ ქალი ახლა ,,ტოქსიკურად” ითვლება პოლიტიკოსებში, რადგან როჰინჯას გენოციდის ხელის დაფარებასა და სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ადანაშაულებენ. გადახედეთ თქვენს მრჩევლებს, ვინ გირჩიათ ეს შეხვედრა?”, ,,Rohingya genocide დაგუგლეთ, ქალბატონო პრეზიდენტო, მერამდენედ უნდა მოგვჭრათ თავი”, ,,როგორ ახერხებს, ბიჭო, აი, როგორ”, – წერენ კომენტარებში.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

ვინ არიან როჰინჯა მუსლიმები და რატომ დევნიან მათ ბუდისტები?