ნიკა გვარამია – ”დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს”

ნიკა გვარამია - ”დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს”მამუკა ხაზარაძის უკვე საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას მაია ცქიტიშვილის მიერ ხაჭაპურის ცხობასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

”რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს.

სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს. თუ სექსიზმია – მაშინ პირიქით.

ტვინი წაიჭამა უკვე ამ პოლიტკორექტულობით პრანჭვით. სალომე ზურაბიშვილზე ხო ვიყავი სექსისტი და უზრდელი, ხოდა კი ანგრევს ქვეყანას და გყავდეთ პოლიტკორექტულად. ჩემთვის მისი ჩაჯირყვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯი.

და საერთოდაც, სტერილური ნარატივი სძაგს უფალსა!”