ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქში წერს, რომ თბილისის მერმა ყავის აპარატისთვის 10 ათასი ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან.
,,წყლის ადუღებაც აღარ უნდა კალას და ასე პირდაპირ ყავის აპარატს ყიდულობს – ,,ჟმოტი” და ბიუჯეტის წურბელა რომ არის, თორემ ადგეს და საკუთარი ჯიბით იყიდოს თავისი ყავის აპარატი. 10 000 ლარი მე და თქვენ რატომ უნდა გადავიხადოთ?!”, – წერს ხაბეიშვილი.

