იუნა შაფათავა ,,მთავარ არხს” – ,,ყანა და გოიმები ხართ”

იუნა შაფათავა ,,მთავარ არხს" - ,,ყანა და გოიმები ხართ" მსახიობი იუნა შაფათავა ,,მთავარ არხს” ყანას უწოდებს, ჟურნალისტებს – გოიმებს.

,,ისე, რა ბაზრიდან გამოტყვრნენ, ისეთი ინტერიერი კი აქვს გვარამიას არხს. ასე კაცმა იცოდეს თავის ქოჩორა წითლლოყება გოიმებს რა დახატავს? და ეს 21-ე საუკუნეში.
ავოე, კრეაწივშჩიკებო. პამიდვრის ყუთები კი გიხდებათ, თქვენი სახის ფორმაა, მაგრამ ძაან ყანა რომ ხართ, გაკვდებათ და ახსენებს ყველას, რომ ნაცფაშიზმი გამოტყვრა ყოფილი წითელი არმიის კალოშიდან. იშიფრებით ალალად და მაგარი სასაცილოა. ჩავრთე ორი ეთერი და ვერ იმალება გოიმობა და მოკალი.
ახალი არხი კი არა, გარკვევით დაგეწერათ – ეთერშია ყანაა”, – წერს ფეისბუქში იუნა შაფათავა.

,,ივანიშვილს ხომ აქვს თქვენი გემოვნების ტელევიზია .უყურე იმას და დატკბი”, ,,იუნა, მთავარი არხი არის საქართველოში ერდადერთი საშუალება, დაიცვა საკუთარი უფლება და გაიგო სინამდვილე, მთავარი არხის თანამშრომლებს მივმართავ: ძმებო, დებო, რასაც თქვენ აკეთებთ, ექოდ გახმიანდება მარადისობაში, ისტორიაში ჩაეწერებით, როგორც უსამრთლობასთან და ბორეტებასთან მებრძოლი ჟურნალისტები”, ,,ეტყობა, ,,იმედს” არ უყურებ, თორემ ყანა იქ უნდა ნახო”, – წერენ კომენტარებში.