,,ძუძუ მოაჭამაო, დაიჯერეთ… ჰოდა მომისმინეთ ახლა!” – ზაზა ხაზალია

,,ძუძუ მოაჭამაო, დაიჯერეთ... ჰოდა მომისმინეთ ახლა!" - ზაზა ხაზალიაზაზა ხაზალია ფეისბუქში მწვავე პოსტს აქვეყნებს:

,,ძუძუ რომ მოაჭამა, დაიჯერეთ, ორგანოებით ვაჭრობდაო, ეგეც დაიჯერეთ, 26000 გაუპატიურებული ქართველი ვაჟკაცის ამბავი დაიჯერეთ!
ჰოდა, მომისმინეთ ახლა!
ქვეყანა თავზე დაგამხოთ, ახალგაზრდებს ლოგინში ხვრეტს, რუსი აგენტებით გაავსო სახელმწიფო სტრუქტურები, ანაკლიის სტრატეგიული პორტი პუტინის დავალებით შეაჩერა, კორუფცია და კრიმინალი გააბატონა, მილიონებს, კი არ იპარავს, გახევთ ფინთი გოიმებივით და ამ ყველაფერს ხედავთ და ხმას არ იღებთ?!
პატრიარქის მოკვლა უნდოდაო, ღიად და ხმამაღლა საუბრობს მეუფე იაკობი და ისევ სდუმხართ?!
რამ დაგაბეჩავათ და დაგადუმათ? რას გაჭმევთ ან რას გასმევთ ასეთს, რომ ხმის ამოღების უნარი დაკარგეთ?!”.