დალი ჩიტალაძე: ,,დაანებეთ ჩემს გიორგის თავი! ის ჩემი მონა არ არის” – ვიდეო

დალი ჩიტალაძე: ,,დაანებეთ ჩემს გიორგის თავი! ის ჩემი მონა არ არის" - ვიდეომოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე კულინაურ შოუ ,,მასტერ შეფში” მონაწილეობს. მას პროექტში თან ახლდა პირადი ასისტენტი გიორგი ნაზღაიძე, რომელსაც მონა უწოდეს. ამის შესახებ დალი ჩიტალაძე რეიტინგთან საუბრობს:

–  ეს ადამიანი არის ჩემი თილისმა. მე ვერ ვხვდები, ნუთუ ამ ხალხის ინტელექტი ისეთი დაბალია, რომ ვერ ხვდებიან, რომ ესაა შოუ?! იუმორით შეხედონ ყველაფერს.
რატომ არის ჩემი მონა? ჩვენს გამომუშავებულ თანხას ვინაწილებთ შუაზე. ის რომ არა, ამდენ საქმეს ვერ გავაკეთებდი. ის არის წესიერი, მადლიერი და უნიჭიერესი ადამიანი, ფოტოხელოვანი. გთხოვთ, ხალხო, იუმორით შეხედეთ ყველაფერს და მაცადეთ შოუში ყოფნა. როცა პიროვნებას არ იცნობ, როგორ უნდა თქვა ის მონათმფლობელია თუ „სწერვა“? როგორ შეიძლება ამხელა აგრესია. ჩემს გიორგის თავი დაანებეთ.

ადრე სხვა ასისტენტი მყავდა, მაგრამ ცუდად დავშორდით ერთმანეთს. ჩემს საქმიანობას მარტო ვერ წაუძღვები, სოცმედია უნდა მართო, ვლოგი გააკეთო, ფოტო გადაიღო და ა.შ. „მასტერშეფის“ დასრულების შემდეგ კი ახალი გეგმები მაქვს და უფრო ბევრი ადამიანი მეყოლება გუნდში – ვიდეო.

დალი ჩიტალაძე წინსაფრის მისაღებად იბრძვის! – 27 ოქტომბერი, 22:00, პირველი არხი

არის ვიდეო!!!ჰოდა, გიორგი… საშიშია?:დ მოდის და სილამაზის ექსპერტი დალი ჩიტალაძე მასტერშეფის წინსაფრის მისაღებად იბრძვის!🔥🔥🔥 მასტერშეფის პრემიერა – 27 ოქტომბერი, 22:00, პირველი არხის ეთერში!

Gepostet von მასტერშეფი • MasterChef Georgia am Dienstag, 22. Oktober 2019