თენგო გოგოტიშვილი: ,,არავის უთქვამს, აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთი” დათმეთო!”

თენგო გოგოტიშვილი: ,,არავის უთქვამს, აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთი" დათმეთო!''ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი რასმუსენის დღევანდელ განცხადებას და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ფეისბუქით ეხმაურება:

,,ხვდებით, რაზე ააყაყანეს ქვეყანა? ნატო-ს არ დავუთმობთ ქართულ მიწასო!
არადა არავის უთქვამს, აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთი” დათმეთო!
თვითმხილველი და ,,თვითმსმენელი” ვარ ბატონ რასმუსენის გამოსვლის.
მას არ უთქვამს არაფერი ახალი – ეს თემა წლებია განიხილება საექსპერტო წრეებში.
არსი მარტივია: ნატო-ში შედის მთელი (!!!) საქართველო!
მე-5 მუხლი, რომელიც გულისხმობს კოლექტიურ თავდაცვას, დროებით არ ვრცელდება რუსების ოკუპირებულ მიწებზე.
დროებით! სანამ არ აღდგება მთლიანობა.
სამწუხაროდ, ერთ-ერთმა სააგენტომ (შეიძლება მხოლოდ მან არა) არასწორი აქცენტი დაუსვა რასმუსენის გამოსვლას. პოლიტიკოსები კი სწორედ ამ არასწორ ინფორმაციას დაეყრდნენ და დაიგლიჯეს გულ-ღვიძლი, არც ერთ გოჯს არ დავუთმობთ ნატო-სა და დამპალ იმპერიალისტებსო.
,,პატრიოტთა ალიანსს” რომ დღის საკუთარი წესრიგი აქვთ, გასაგებია.
მაგრამ მმართველი პარტიის ვიცე-სპიკერი ვოლსკი რომ იმავე სისულელეს ამბობს და ტყუილს აბრალებს ბატონ რასმუსენს, უკვე გაცილებით მძიმე სიმპტომია.
საერთოდაც, ასეთი მასშტაბის ხალხი რომ ჩამოდის ქვეყანაში, სჯობს, ასწიოთ ,,პარაგრაფებში” დასვენებული უკანალები და თავად მიხვიდეთ მათ მოსასმენად. ბევრს გაიგებთ, დამიჯერეთ”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი