რას ეძებდა ,,იმედის” ჟურნალისტი ნაგვის ბუნკერში – ,,ირაკლი ჩიხლაძე ნაგვის ყუთში იყო გადაკიდებული”

რას ეძებდა ,,იმედის" ჟურნალისტი ნაგვის ბუნკერში - ,,ირაკლი ჩიხლაძე ნაგვის ყუთში იყო გადაკიდებული"ტელეკომპანია ,,იმედის” წამყვან ირაკლი ჩიხლაძეზე გიო ფუტკარაძე წერს, როგორ ნახა ნაგვის ბუნკერში ,,წელამდე გადაკიდებული”.

,,ხალხო, ასე მივსეირნობ ლუბლიანაზე, ტრადიციული სპორტული დილა მეწყება და რას ვხედავ, ირაკლი ჩიხლაძე ნახევრად სავსე ნაგვის ყუთში წელამდეა გადაკიდებული. ვიფიქრე, რომ თეთრი ცხელება დამეწყო, ისე ვერ მოვედი გონს, გადაღებაც ვერ მოვასწარი. რომ გასწორდა და ,,ამოვიდა”, ხელში ეჭირა ,,ამფორას” პარკი.

ასე გამეხებული ვდგავარ და უცებ გამახსენდა: დილაობით გამოდის ხოლმე სახლიდან, ორი პარკი უჭირავს ხელში, ერთი ნაგვის, მეორეში ხან ლეპტოპი უდევს, ხან ჩაი/ყავა, ხან ნამცხვარი, ხან ბლოკნოტები და ასე ბედნიერი ამ მეორე პარკს აგდებს ნაგავში და ნაგვის პარკით აგრძელებს გზას. მერე ახსენდება 200 მეტრში და იწყება ის, რაც ზემოთ მოვყევი. როდემდე, შვილო? როდემდე?”.