ნინო ახობაძე: ”გერმანელი შეყვარებული ეუბნება ჩემს პადრუგას, კოშკი მინდა ვიყიდო სვანეთშიო!”

ნინო ახობაძე: ”გერმანელი შეყვარებული ეუბნება ჩემს პადრუგას, კოშკი მინდა ვიყიდო სვანეთშიო!”ნინო ახობაძემ ფეისბუქში დაწერა:

”ჩემი ძალზედ ახლო პადრუგა უკვე რა ხანია გერმანიაში ცხოვრობს, იქვე მუშაობს (დოხტურია) და შეყვარებულიც გერმანელი ჰყავს-ძაან მაგარი კაცი-იქაური, მაგრამ რაც ჩვენს კაცებს კარგი აქვთ ხასიათში, ყველაფერს ფლობს 😁❤️ მოკლედ ნემეცი გრუზინია
და
ჩამოდის ხოლმე ეხლა ეს გოგო სამშობლოში წელიწადში ერთხელ შვებულებით. წელს ჩამოაკითხა თავისმა გერმანელმა და წავიდნენ სვანეთში (რა მაგარია, როცა გიყვარს და ეგეთ არდადაგებს რომ იწყობთ ერთად! ❤️🥰) ჰოდა
მოიარეს მოკლედ სვანეთი, ეს კაცი გაგიჟდა გადაირია იქაურობაზე თურმე და ჩამოვიდნენ…
და დამჯდარა ეს ჩვენი სასიძო ჭკვიანი სახით, ბევრი უფიქრია და ბოლოს გერმანულად ეუბნება ამ ჩვენ გოგოს:
-იცი, მოვიფიქრეო! აქ მინდა ვიყიდო ბინაო!
და გაიბადრა ახლა ეს ჩემი პადრუგა, თან ფიქრობს რომელ უბანში, მშენებარე თუ ძველი ბინა, რემონტი როგორ გააკეთონ, დიზაინერი სად იშოვოს….
და ის ამბობს ამ დროს:
-კოშკი მინდა ვიყიდო სვანეთშიო!
😁😁😁😁😁😁😁😁🤦‍♀️🤦‍♀️
-რა კოშკიო კაცო!! ქართულად გადარეულა ახლა ეს და
სვანური კოშკი მინდა მეო!
—–
რო გააბრაზებს ხოლმე, ნესტან -დარეჯანივით ამოკეტავს ალბათ
კოშკში 😂😂
გერმანელი კაცი გასვანდა!
ეგრე იცის სიყვარულმა…. ☺️❤️
(ცულის ტარი არა იხვი!) 😂😂”