მიშა ანდღულაძე: ,,სალიტა ზურაბიშვილო, გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან”

მიშა ანდღულაძე: ,,სალიტა ზურაბიშვილო, გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან''იუმორისტი მიშა ანდღულაძე, რომელიც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ში დარჩა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს.

„წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალიტა ზურაბიშვილს!

გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან:

მახსოვს წლების წინ, როცა ქალაქში დიდი ,,პატრიოტული” აქციები მძვინვარებდა თქვენი და მაშინდელი ოპოზიციის თაოსნობით, ტელევიზიის თანამშრომლებს მაშინ ყოველდღე თქვენ მიერ ორგანიზებული ,,სირცხვილის კორიდორის” გავლით გვიწევდა შესვლა სამუშაო სივრცეში. რადგან, თქვენი აზრით, მაშინ ჩვენ ,,ნაცების” მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში ვმუშაობდით. მაინტერესებს, ახლა რა ხდება ,,სირცხვილის კორიდორებთან” დაკავშირებით?

პასუხი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისამართზე გამომიგზავნეთ“.