ხათუნა ხოფერია: ,,მიაკვდეს სულში მაკკეინს!”

ხათუნა ხოფერია: ,,მიაკვდეს სულში მაკკეინს!"თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერის დაუპირისპირდა. კრამერმა ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ხათუნა ხოფერია ამის შესახებ ფეისბუქში წერს:

„როგორ უბედავს ჩემი ქვეყნის პარლამენტის ვიცესპიკერს ყვირილს, ხელით შეხებას და შეურაცხყოფას?! გაათრიეთ ქვეყნიდან ეს კრეტინი!
გაეთრიოს და მიაკვდეს სულში მაკკეინს!
ვიღაცისთვის ირმა პატრიოტთა ალიანსშია, ვიღაცისთვის დეპუტატი, ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას – არა… ჩემთვის ის თანამებრძოლი, ნაღდი პატრიოტი და ღირსეული ქართველი ქალია და ქუჩაში არ გამოგვიყვანოთ! ირმას დასაცავად კი არა – ირმასთან ერთად საბრძოლველად!
კარგად გამიგეთ, რა გითხარით, პოლიტიკოსებო?”.