“კარებთან ბავშვის ტირილია, გავრბივართ და 1 თვის უსუსური ბავშვია ჩვენ წინ….”

"კარებთან ბავშვის ტირილია, გავრბივართ და 1 თვის უსუსური ბავშვია ჩვენ წინ...."ბარბარე ამირბარმა 20 სექტემბერს ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ამიტომ მეც დავწერ იმას რისი დაწერაც გუშინ მინდოდა და ვერ შევძელი.
გუშინ ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, გუშინ დავფიქრდი კიდევ უფრო ღრმად ჩვენს ცხოვრებაზე.
ყოველი წამი თქვენს საყვარელ ადამიანებთან გატარებული არის ის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს. იმის შესაძლებლობა, რომ მე და ბექა გაბრიელს ვზრდით, გვიყვარს, ვაჭმევთ და ვეფერებით, ყველაფერს ვაძლევთ რაც შეგვიძლია,ყოფილა ბედნიერება და არა ჩვეულებრივი მოვლენა, როგორადაც წარმოგვიდგენია ხოლმე.
გული ეხლაც ისე მიცემს, ისე ვიწვი შინაგანად,რომ რთულია გადმოვცე.

კარებთან ბავშვის ტირილი-გავრბივართ და 1თვის (შეიძლება არც) უსუსური ბავშვი ჩვენს წინ….

მეც დედა ვარ, იმწამსვე ჩავიხუტე და დაიძინა….(ბევრს ვეღარ ვილაპარაკებ)

პოლიციამ წაიყვანა,კარგად არის.

არვიცი,როგორ ან რანაირად მაგრამ, თუ კითხულობ ჩემს პოსტს, შემეხმიანე.აბსოლუტურად ყველა გვერდში დაგიდგებით და გაგაზრდევინებთ ჩვენს ბიჭუნას.. შენ ჭირდები, დედა სჭირდება ..

18 სექტემბერი, შემთხვევა მოხდა საბურთალოზე.

გთხოვთ გაავრცელოთ.”