ჯაფარიძე კილაძეს: ,,როცა ჩემს ტრ..ზე გადაწყვეტთ საუბარს, მაგ ტრიბუნიდან ჩამოდით, აზელვა არ მინდა”

ჯაფარიძე კილაძეს: ,,როცა ჩემს ტრ..ზე გადაწყვეტთ საუბარს, მაგ ტრიბუნიდან ჩამოდით, აზელვა არ მინდა"თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ ახალგაზრდებისთვის სამხედრო გაწვევის გადავადების გამო „გირჩი“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემაც გააკრიტიკა. კილაძემ „გირჩის“ პერფორმანსი გაიხსენა, როდესაც პარტიის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან შარვლები ჩაიხადეს.

კილაძის თქმით, მსგავსი ქმედებებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ვერ მოხდება და ამისთვის საჭიროა პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება:

„ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, თუ პატრიოტული სულისკვეთება გვექნება ქვეყანაში და ამ პატრიოტულ სულისკვეთებას ნამდვილად სჭირდება სწავლება და შეყვარება ბავშვებისთვის თავიდანვე და მე მგონი, ამაზე საუბრობდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

მე მგონია, რომ უკაცრავად და შარვლის ჩაახდა ოკუპანტების წინაშე, ეს ვერ დაგვაბრუნებიებს ვერაფრით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კილაძეს პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოეხმაურა.

„ქალბატონო სოფო, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩემს ტრ…ზე გადაწყვეტთ საუბარს, იქნებ მაგ ტრიბუნიდან ჩამოხვიდეთ. გავრილოვთან აზელვა არ მინდა“, – დაწერა ჯაფარიძემ ფეისბუქში.

ნიუპოსტი