ინაშვილი გახარიას: ,,დამნიშნეთ პროკურორად და ნაციონალებს მე დავასრულებ”

ინაშვილი გახარიას: ,,დამნიშნეთ პროკურორად და ნაციონალებს მე დავასრულებ"

„მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი”, – ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ირმა ინაშვილი პრემიერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ამ სიტყვებს ასე გამოეხმაურა.

-ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ დარჩეს ,,მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგამთავრებთ”. ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. მე გთავაზობთ, ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ და დამალულ მტკიცებულებებს როგორ ამოვიღებ, 56 ათას მოწმეს, როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ამას ყველა ერთად ნახავს. მერე კი ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად, პრობლემა არ არის, – განაცხადა ინაშვილმა.