გახარია: “საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დღეს ყველაზე მძიმე დღეა”

გახარია: "საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დღეს ყველაზე მძიმე დღეა"თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დღეს ყველაზე მძიმე დღეა, მძიმე, მტკივნეული დღეა, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ ომი არ არის გამოსავალი.

„26 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე, აფხაზები, ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება და იმის შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ ომი არ არის გამოსავალი. შრომა, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო – ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სოხუმის დაცემიდან 26 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მთავრობის სხვა წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდნენ.

მთავრობის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

იპნ