ეკა ბესელია: “ბიძინამ მითხრა, გაჩერდი, თორემ ვერ დაგიცავო”

ეკა ბესელია: "ბიძინამ მითხრა, გაჩერდი, თორემ ვერ დაგიცავო"ეკა ბესელია ტვ პირველის ეთერში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს.

„კადრების გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი. ეჭვების შესახებ მკითხა. ვუთხარი და ახლაც იგივეს ვიმეორებ, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ამის დაჯერება, მაგრამ შეიძლება ეს მოხდა თქვენი თანხმობით-მეთქი. მითხრა, ამ ამბავმა მე უფრო დამაზარალა, ვიდრე შენ და ეს „ნაციონალების“ გაკეთებულიაო. თქვა, რომ ეს საქმე გაიხსნებოდა. მაგრამ ამას მოჰყვა მისგან შემდეგი ფრაზა: გაჩერდი, თორემ მე შენ ვერ დაგიცავო. ჩემი პასუხი კი იყო, რომ მე არავის დაცვა არ მჭირდება და ყველას იქით ვიცავდი. ერთ თვეში კიდევ გავრცელდა ეს კადრები. არ ვიცი ეს გაფრთხილება იყო თუ რა“, – ამბობს ბესელია.

პრაიმ ტაიმი