მარი კორკოტაძე: ,,შიმშილობას დავიწყებ განათლების სამინისტროს წინ და ამით დავასრულებ ჩამპალ სისტემას!”

მარი კორკოტაძე: ,,შიმშილობას დავიწყებ განათლების სამინისტროს წინ და ამით დავასრულებ ჩამპალ სისტემას!''მარი კორკოტაძე, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს, იმ განუკითხაობაზე წერს, რაც სკოლებში ხდება და ამბობს, რომ ამ სისტემას ბავშვები ეწირებიან.

,,აი, ახლა მწერს დათას სპეცმასწავლებელი, რომ დათას აწი სკოლაში აღარ ეყოლება ინდივიდუალური ასისტენტი გვერდით, რომელიც 4 წელი ჰყავდა და რომლისთვისაც წლები ვიბრძოლე!
სკოლა ართმევს ბავშვს იმ სერვისს, რომელიც ჰქონდა. განვითარების ნაცვლად, იმ მცირედსაც ართმევენ ჩემს შვილს, რაც ეს 4 წელი ჰქონდა.

აი, რამდენჯერ უნდა ვიბრძოლო ერთი და იგივე რამისთვის და რამდენჯერ უნდა მოვისპო ნერვები, უკვე აღარ ვიცი.

აღარ შემიძლია უკვე! გ ა დ ა ვ ი წ ვ ი! ამდენი ნერვიულობით მოვკვდები მალე და ჩემი შვილები მხოლოდ სერვისის კი არა, დედის გარეშეც დარჩებიან.

თუკი დათას აღარ ეყოლება გვერდით ინდივიდუალური ასისტენტი, როგორც აქამდე ჰყავდა, შ ი მ შ ი ლ ო ბ ა ს ვიწყებ სამინისტროს წინ და ამით დავასრულებ ამ ჩამპალ სისტემას, რომელსაც ბავშვები ასე, ეცერემონიოდ ეწირებიან!

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დათას სკოლაში აღარ აბრუნებენ დათას ძალიან მაგარ სპეცმასწავლებელს მარიამ ბიაშვილსაც, რომელმაც უდიდესი როლი ითამაში სკოლაში დათას ქცევების დარეგულირებაში და მის განვითარებაში. ჰოდა, თქვენც მიხვდებით ახლა, სადაც მიექანება ეს ჩვენი ინკლუზიური განათლების სისტემა.

პ.ს. ეს ბავშვები სათამაშოები არ არიან, ასე სასტიკად რომ ექცევით!!!

პ.პ.ს. რამდენი მშობელი შემომიერთდებით ამ ბრძოლაში?”.