თბილისში ქალმა 3 წლის ბავშვი დაჭრა – ,,მშობლების თვალწინ დანა გადაუსვა სახეზე” – ვიდეო

თბილისში ქალმა 3 წლის ბავშვი დაჭრა - ,,მშობლების თვალწინ დანა გადაუსვა სახეზე" - ვიდეოცოტა ხნის წინ პეკინის ქუჩაზე 3-დან 5 წლამდე ავშვი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ზებრა ხაზზე გადმოვიდა უცნობი ქალი, ბავშვთან დაიხარა, სახეზე დანა დაუსვა და დაჭრა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო. პირველადი დახმარება მცირეწლოვანს მიმდებარე აფთიაქში გაუწიეს.

-დავინახეთ, როგორ მიუახლოვდა მსუქანი ქალი ბავშვს და სახეზე ხელი ჩამოუსვა… მერე გაიქცა. მამა გაეკიდა, მაგრამ მერე თავი დაანება, ბავშვისკენ მობრუნდა, – უყვებიან „პრაიმტაიმს“ თვითმხილველები.

-გვეგონა, ეფერებოდა, – აცხადებენ სასოწარკვეთილი მშობლები. მათი თქმით, ეს ქალი მათ არასდროს უნახავთ.

მცირეწლოვანი ამჟამად ჟვანიას სახელობის კლინიკაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრაიმტაიმი, ვიდეო

⭕ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვანი დაჭრეს

Gepostet von Prime Time am Dienstag, 27. August 2019