თარხან-მოურავი: ,,ემზარს ჰკითხე, მე არ მინახავს” – რა ხდება ამ წუთებში სპორტის სასახლესთან

თარხან-მოურავი: ,,ემზარს ჰკითხე, მე არ მინახავს” - რა ხდება ამ წუთებში სპორტის სასახლესთან,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ჯერ კიდევ ორი დღით ადრე დაიწყო რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზება პარლამენტის შენობასთან კონტრაქციის მოსაწყობად, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ხელისშეშლას. როგორც ,,ნიუპოსტს” წყარო უყვება, ის თავად შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ახდენდნენ ხალხის ჩამოყვანის მობილიზებას, მათ შორის აჭარის რეგიონიდან სამარშრუტო ტაქსებით.

,,ნიუპოსტის” წყაროს თქმით,  ემზარ კვიციანის მიერ დღეს დაანონსებულ აქცია აღნიშნული გეგმის ნაწილი იყო.

ამ წუთისთვის პატრიოტთა ალიანისის წევრები სპორტის სასახლეში არიან შეკრებილი, იქ არიან სწორედ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც ექსპრომტად დაანონსებული აქციისთვის ფაქტია, დედაქალაქში, მაგალითად აჭარიდან ჩამოსვლას ვერ მოასწრებდნენ.

თუმცა წინასწარ დაგეგმილ აქციას უარყოფს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი. ის ამბობს, რომ სპორტის სასახლში ღონისძიება დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. თარხან-მოურავის და მისი პარტიის წევრების მოთხოვნაა, შეწყდეს კოჰაბიტაცია და დაისაჯოსნ ბოკერია და სააკაშვილი.

-აქცია და რამე მსგავსი დაანონსებული არ იყო, საიდან მოიტანეთ ტელევიზორს არ უყურებთ? 10 დღის განმავლობაშ ტელევიზიით ვლაპარაკობ, რომ 8-ში იქნება აქცია სპოირტის სასახლეში , 15-ში იქნება აქცია რესპუბლიკის მოედანზე, 22-შიც იქნება ალბათ ფილარმონიაში და მთელი გეგმა არის ამ აქციები . ამას ვლაპარაკობ 10 დღეა ტელევიზიით, – ამბობს თარხან-მოურავი.

რაც შეეხება ემზარ კვიციანის მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ამბობს, რომ მას ეს ფაქტი არ უნახავს.

-არ ვიცი, არ მინახავს, თვითონ ემზარს ჰკითხე, შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს ბოკერია, სააკაშვილი და მათი მხარდამჭერები დიდი ხანია, – ამბობს თარხან-მოურავი.