,,სიმინდი ხომ ჩემგან იყიდეთ, გოზინაყი ამ კაცისგან იყიდეთო” – სიკეთე, რომელმაც ადამიანები გააოცა

,,სიმინდი ხომ ჩემგან იყიდეთ, გოზინაყი ამ კაცისგან იყიდეთო" - სიკეთე, რომელმაც ადამიანები გააოცამანანა ასანიშვილი ფეისბუქში წერს ისტორიას სიკეთეზე, რომელმაც გააოცა.

,,კეთილი საქციელი რატომ უნდა გაგიკვირდეს ადამიანს, მაგრამ ალბათ იშვიათია და იმიტომ. ამ ბატონის სიმინდი არ მომეწონა და სანამ მაჯერებდა, რომ ახალი და კარგი სიმინდიაო, ეს ქალბატონიც მოგვიახლოვდა. მისი სიმინდი მომეწონა და მისგან ვიყიდე. რატომ დაიწუნე, დილას მოვამტვრიეო, აგრძელებდა კაცი.

ბავშვებს გოზინაყიც მოუნდათ. გოზინაყიც დამიმატეთ-მეთქი, ვუთხარი ქალს და იცით, რას მეუბნება?  სიმინდი ხომ ჩემგან იყიდეთ, მოდით და გოზინაყი ამ კაცისგან იყიდეთო.
-რას მეუბნებით, ქალბატონო, – გამიკვირდა.

და იცით, რა მიპასუხა?
– რა ვქნა, აბა, ეს მზე ორივეს ერთნაირად გვწვავს დილიდან საღამომდე, სამი ლარით მეტი მე მექნება თუ მაგას…
ასეთი პატარა-დიდი ამბავი, უბრალო ამბავი, კეთილი ამბავი თუ რა დავარქვა,  არ ვიცი, მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ამ კეთილი ქალბატონის ფოტოსთან ერთად”, – წერს მანანა ასანიშვილი.