საოცარი სიურპრიზი ბიძაშვილისგან – ,,ზაკომ თავისი მანქანა მაჩუქა, რომელსაც საკუთარი თავივით უფრთხილდებოდა” – ვიდეო

საოცარი სიურპრიზი ბიძაშვილისგან - ,,ზაკომ თავისი მანქანა მაჩუქა, რომელსაც საკუთარი თავივით უფრთხილდებოდა" - ვიდეონია ხინთიბიძის და იოსებ ხითარიშვილის ქორწილი ნეფის ბიძაშვილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ზაკო ერაძემ წყვილს სიურპრიზი გაუკეთა და მანქანა აჩუქა. ამის ამსახველ ვიდეოს დღეს უამრავი ადამიანი აზიარებს.

,,სიურპრიზიც ასეთი უნდა. ქორწილამდე ორი დღით ადრე ნასვამმა მითხრა, ისეთ სიურპრიზს გაგიკეთებთ, არასდროს დაგავიწყდებათო. სიტყვის კაცია და ნათქვამი აასრულა. ზაკო ერაძე – მადლობა ჩვენი დღის გალამაზებისთვის და ჩემი ქმრის ასე გახარებისთვის. ნამდვილად შესაშურია თქვენი ბიძაშვილ-მამიდაშვილობა. ვისურვებდი ყველას ჰყავდეს ასეთი ბიძაშვილი”, – დაწერა ფეისბუქში ნიამ.

-ზაკომ თავისი მანქანა, რომელსაც საკუთარი თავივით უვლიდა, ადგა და მე გადმომაბარა. ყველაფერს ვიფიქრებდი, ამას – ვერა. სხვა მანქანა რომ ეჩუქებინა, ამდენად გასაკვირი არ იქნებოდა, როგორიც ესაა. ბავშვობიდან მანქანების მიმართ გიჟური სიყვარული მაკავშირებს. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, არ მჯეროდა და უბრალოდ სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა, – ყვება იოსები.

სიუპრიზიც ესეთი უნდა ^_^ . ქორწილამდე ორი დღით ადრე, ნასვამმა მითხრა ისეთ სიუპრიზს გაგიკეთებთ არასდროს დაგავიწყდებათო , სიტყვის კაცია და ნათქვამი აასრულა 🙂 . Zako Eradze მადლობა ჩვენი დღის გალამაზებისთვის და ჩემი ქმრის ესე გახარებისთვის <3 პს: ნამდვილად შესაშურია თქვენი ბიძაშვილ-მამიდაშვილობა , ვისურვებდი ყველას ყავდეს ასეთი ბიძაშვილი ^_^ <3 .

Gepostet von Nia Khintibidze am Dienstag, 6. August 2019