სააკაშვილი: ,,რუსეთმა რაც 2008 წელს ვერ გააკეთა, გააკეთა 2012 წელს ივანიშვილის მოყვანით”

სააკაშვილი: ,,რუსეთმა რაც 2008 წელს ვერ გააკეთა, გააკეთა 2012 წელს ივანიშვილის მოყვანით"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს და რუსეთის თავდასხმას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა:
„რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა თავისი შეიარაღებული ძალებით  მას შემდეგ, რაც სცადა ყველაფერი – შეიარაღებული პროვოკაცია კიბერშეტევები, ეკონომიკური ემბარგო, მთელი საერთაშორისო პროპაგანდა გააჩაღა ჩვენ წინააღმდეგ.

და მთავარი, რის გამოც რუსეთი დაესხა საქართველოს, არის ის, რომ საქართველომ შექმნა პირველად კავკასიაში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში  პრეცედენტი ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს შექმნის.

ეს ვერ გვაპატია რუსეთმა, რომ ჩვენ ვიყავით სწრაფად განვითარებადი, წარმატებული სახელმწიფო; მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, რომელსაც შენატროდა მთელი რეგიონი და თვითონ რუსეთშიც მოსახლეობა სვამდა კითხვებს, თუ საქართველო არის წარმატებული, რუსეთი რატომ არ არის წარმატებული.

აი, ამის გამო დაგვესხა რუსეთი თავს და მეტი არაფრის გამო. რუსეთმა მაშინ ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა. რუსეთმა ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპოლიტკური კურსი, ვერ გატეხა წელში ქართული სახელმწიფოებრიობა, ვერ დაამხო საქართველოს მთავრობა.

სამწუხაროდ, ის რაც 2008-ში ვერ გააკეთა რუსეთმა, 2012-ში მათ გააკეთეს იმითი, რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში ივანიშვილი და მისი დამქაშები. ამიტომ ივანიშვილი რასაც ამბობს, ივანიშვილის ხალხი რასაც ამბობს, ეს არის გაგრძელება პუტინის ომის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ პირდაპირ დანერგეს რუსული პროპაგანდის კლიშეები. ყველაფერი პირიქით წარმოადგინეს, – აცხადებს სააკაშვილი.

ნიუპოსტი