ქეთი ნაკაშიძე: ,,ივანიშვილმა ტყუპებს 2000 ლარი დაუნიშნა, ამ სიკეთით 18 წლამდე ისარგებლებენ”

ქეთი ნაკაშიძე: ,,ივანიშვილმა ტყუპებს 2000 ლარი დაუნიშნა, ამ სიკეთით 18 წლამდე ისარგებლებენ"ქეთი ნაკაშიძე სოციალურ ქსელში 2013 წელს, მატარებელში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„არქივში აღმოვაჩინე სურათები, რომლებიც 2013 წელსაა გადაღებული.
გამახსენდა ერთი ლამაზი ისტორია ოთხი ტყუპის, რომლებიც მატარებლით მგზავრობდნენ მშობლებთან და დეიდასთან ერთად.
არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ ღვთის სასწაული, რადგან იმ დროს იმავე ვაგონით  ბატონი ბიძინა ოჯახთან ერთად მგზავრობდა.
სურათები ბევრის მთქმელია, მე მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ ამ ოთხ ტყუპს ბატონმა ბიძინამ ყოველთვიური ხელფასის სახით 2000 ლარი დაუნიშნა და ბავშვები ამ სიკეთით 18 წლამდე ისარგებლებენ.
ბატონო ბიძინა, რამდენი სიკეთე გითესიათ და ქველმოქმედებას დღემდე აგრძელებთ.
დაგლოცოთ უფალმა და მოგცეთ ძალა მოთმინების და კვლავაც სიკეთის კეთების.
ძალიან დიდხანს იყავით ქართველთა იმედად.
უფალი გფარავდეთ…“, – წერს ქეთი ნაკაშიძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი