ოკუპანტები ხაშურსაც მიადგნენ

ოკუპანტები ხაშურსაც მიადგნენრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და ამის დასამტკიცებლად 1922 წლის საბჭოთა რეჟიმის მიერ შედგენილი დოკუმენტები და რუკა მოჰყავს.

,,საბჭოთა პერიოდის გეოგრაფიული რუკების ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი ზნაურის რაიონში გადის მდინარე ლოპანის დასავლეთით, ანუ დასახლებულ პუნქტები წნელისი, გვირგვინა და ლოპანი, ასევე სამრეწველო კომპლექსი “სამხროსეთტალკი” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ეს გარემოება დგინდება რესპუბლიკის არქივებში დაცულ სრულიად საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისრების საბჭოს N2, 22 აპრილი 1922 წ. დეკრეტით “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ”, რომლის თანახმადაც “დასავლეთიდან სასაზღვრო ზოლი გრძელდება მდინარე ჩარათ-ხევის ზედა დინების დასწვრივ კაპრების-სერის ქედამდე, მდინარე ლოპანის დასავლეთით; სამხრეთიდან სასაზღვრო ზოლი გრძელდება ჩორჩანი-წნელისის გზის პარალელურად და კვეთს მდინარე ლოპანს წნელისის ქვემოთ,” – ნათქვამია საუკოპაციო რეჟიმის ე,წ, უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

საბჭოთა დოკუმენტების მოშველიების საფუძველზე მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ე,წ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეკუთვნის.

აღნიშნული ტექსტი საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ააცხადებს, რომ:

“ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას… ჩვენ მკვეთრად ვაპროტესტებთ საოკუპაციო ძალების ქმედებას სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე”.

ნიუპოსტი