ნუგზარ სულაშვილი: ,,ის სიბინძურე, მუქარა, რასაც ჩემზე წერდით, ჩემმა მეუღლემ ნახა და ინფარქტი მიიღო”

ნუგზარ სულაშვილი: ,,ის სიბინძურე, მუქარა, რასაც ჩემზე წერდით, ჩემმა მეუღლემ ნახა და ინფარქტი მიიღო"საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი, რომელიც ,,ოცნების” ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, წერს, რომ მისმა მეუღლემ ის მუქარები ნახა, რომლებსაც უგზავნიდნენ და ნერვიულობით ინფარქტი მიიღო.

,,ყველა ის სიბინძურე, ცილისწამება და მუქარა, რასაც ჩემზე წერდით, დღეს ჩემმა მეუღლემ ნახა შემთხვევით. ერთ საათში კი ინფარქტით რეანიმაციაში გადავიყვანეთ… შემოყვანიდან მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გადაუდებელი ოპერაცია ტარდება…
არაკაცებს ჩემი ხელით გაგისწორდებით!!!
ქალებს ღმერთი მოგხედავთ!!!”.