ტელეჟურნალისტი ნოდარ მელაძე ,,რუსთავი 2″-ის ყოფილ გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე წერს:
,,ნიკა გვარამია ციხეშიც თქვენზე თავისუფალი იქნება. მე ვიცი მისი ცხოვრება, რაც გაიარა. ჯერ თქვენმა პატრონებმა სახლიდან, სოხუმიდან გამოაგდეს. თბილისში ჩამოსული, ერთი დევნილი ბიჭი, თან ლექციებზე იჯდა, თან არსებობისთვის ყუთებს ტვირთავდა. დღეს გახდა ისეთი, როგორიც არის, ძლიერი და მთავარია – თავისუფალი.
ნიკა, შენ ხარ მაგარი ბიჭი. ყველაზე მეტს ჩვენ ვჩხუბობდით, სულ ვჩხუბობდით და ყველაფერი შენი გვერდში დგომით გავაკეთე. მადლობა, ნიკა, თავისუფლებისთვის, რომელიც მოგვეცი ჩვენ. ახლა ჩვენი დროა, ყველაფერი გავაკეთოთ შენი თავისუფლებისთვის”.

