ნინი ბადურაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად კანში ისვენებს

ნინი ბადურაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად კანში ისვენებსმომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ფრან­გუ­ლი რი­ვი­ე­რის გა­მორ­ჩე­ულ სა­ნა­პი­რო­ზე მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. ნი­ნიმ და გი­ორ­გიმ “ფე­ის­ბუქ­სა” და “ინ­სტაგ­რამ­ზე” ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი უკვე გა­ნა­თავ­სეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბი “ჰა­ი­ე­ტის” 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნე­ბენ, სა­ი­და­ნაც კა­ნის ფან­ტას­ტი­კუ­რი ხედი იშ­ლე­ბა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე წლე­ბია ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან. 33 წლის ჩიკ­ვა­ი­ძე  წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლსაც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ იც­ნო­ბენ სა­ხე­ლით – რამ­ზე­სი…

ის იახ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ მსოფ­ლი­ო­ში ლი­დერ კომ­პა­ნი­ა­ში “აზი­მუტ ბე­ნეტ­ში” მუ­შა­ობს, კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ქმნის ამინდს სა­ი­ახ­ტო ბიზ­ნეს­ში.

ჩიკ­ვა­ი­ძე კომ­პა­ნი­ა­ში სამი წელი მუ­შა­ობ­და კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ჯერ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად, შემ­დეგ ვიპ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად. ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მან ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­იყ­ვა­ნა.

ამბები.ჯი